Skip to content
ელმავალი ვაგონით

ელმავალი ვაგონით

ეს ელექტრომატარებელი არ არის: ეს არის ელმავალი VL10 ან VL11, რომელსაც ერთი ან ორი სამგზავრო ვაგონი აქვს მიბმული. ასეთი მატარებლები ხაშურსა და ზესტაფონს შორის დადის. ადგილობრივები ამ მატარებელს „მასტეროვოის“ ეძახიან, რადგან მით ძირითადად რკინიგზელები მგზავრობენ.

კეთილმოწყობა

ვაგონები ძველია, საბჭოთა ტიპის, მჯდომარე ადგილებით. ადგილები 2+2 სქემითაა და ელექტრომატარებლებთან შედარებით უფრო კომფორტულია. არის ტუალეტი და გათბობა, კონდიციონერი არ არის. როზეტები არ არის.